ქვეყანაში ვაქცინები არათანაბრად ნაწილდება - რა პრობლემებზე საუბრობს ბიძინა კულუმბეგოვი
"ქვეყანაში არათანაბრად ხდება ვაქცინების გადანაწილება.
თუ ქალაქებში იქნებიან აცრილები და რეგიონებში არა, გაგვიჭირდება პანდემიის გლობალური გაკონტროლება" - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ForbesTalks-ში განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიის ამ ეტაპზე ორჯერადად აცრილი ადამიანების რიცხვი სამიზნე მაჩვენებელთან შედარებით ზღვაში წვეთია.
„ცოტა არათანაბრად ხდება ვაქცინების გადანაწილება. ის შედეგი, რაც გვაქვს თბილისის, ბათუმის, ქუთაისის ხარჯზე მივაღწიეთ. სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება, თუნდაც სოფლის მოსახლოების მობილიზების მხრივ. ბევრი დამაბრკოლებელი ფაქტორია და თუ ნაწილი ქალაქების მოსახლეობა იქნებ აცრილი და რეგიონებში არა, გაგვიჭირდება პანდემიის გლობალური გაკონტროლება.
ორი სახის პრობლემა ჩანს, მაგალითად თბილისში გამტარუნარიანობის პრობლემაა, რაც გარკვეულწილად შეამცირა ვაქცინაციის ცენტრებში რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაციის შესაძლებლობის გაჩენამ, მაგრამ ადამიანების დიდ ნაწილს არ უნდა რიგში დგომა, რადგან რიგით უზრუნველყოფა გართულებულია. რეგიონებში პირიქით, გამტარუნარიანობა კარგად არის უზრუნვეყოფილი, მაგრამ მომართვიანობა არ არის ისეთი, რომელიც ჩვენ გვინდა. ამას სჭირდება სერიოზული სტიმულირება“-აცხადებს კულუმბეგოვი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
