არის რეგიონები, სადაც გადარჩენის პრეპარატი საერთოდ არ გამოუყენებიათ - კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინ აკულუმბეგოვი აცხადებს, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილი კლინიკური გაიდლაინები, რაც დღეს ქვეყანას აქვს, კარგია, თუმცა ამბობს, რომ კლინიკების უმრავლესობის მხრიდან მისი შესრულება არ ხდება.
„გაიდლაინის გამოყენება, როგორც მანდატორულ, უნიფიცირებულ ხასიათს არ ატარებს. ისეთი პრეპარატები, რასაც შეიძლება ჰქონდეს გადარჩენის ეფექტი, არის რეგიონები, სადაც საერთოდ არ გამოუყენებიათ. ეს არ ნიშნავს, რომ მძიმე პაციენტი არ ჰყავთ, უბრალოდ არ იცის პერსონალმა მისი გამოყენება. გაიდლაინს სჭირდება იმპლემენტაცია.
რაღაც ტიპის მედიკამენტები, მაგალითად რემდესივირის გამოყენება FDA-მ აღიარა და ყველა ადამიანს, ვისაც ჟანგბადი სჭირდება, მას აძლევენ.
ჩვენ თუ მაინც იმ გზით წავედით, რომ ეს მედიკამენტი შეგვეძინა და გვაქვს, იყოს ყველასთვის. მწერენ შეტყობინებებს, რომ თუ არსებობს ეს მედიკამენტი ჩემზე გამოიყენონო. აი ასეთი ნიუანსებია. გაიდლაინი კარგი გვაქვს, მაგრამ 10-15%-მდე სრულდება მხოლოდ“- აცხადებს კულუმბეგოვი ForbesTalks-ში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
