"დავიწყებთ 12 წლის ზემოთ მოზარდებში აცრებს" - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში 12 წლის ზემოთ მოზარდებში ვაქცინაცია, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება.
მისივე თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
"არ დაგიმალავთ, შიდა მსჯელობა, შიდა განხილვა ამ საკითხის მიმდინარეობს და მზადდება გარკვეული წანამძღვრები, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ.
მე მიმაჩნია, რომ ჩვენ დავიწყებთ 12 წლის ზემოთ მოზარდებში აცრებს შემოდგომაზე, რაღაც დროს. ამიტომ, ყოველმხრივი მზადება მოდის. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დამატებითი არგუმენტი იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ "TV პირველის" ეთერში.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
