დაწესდება თუ არა დამატებითი შეზღუდვები - ტიკარაძის განმარტება
ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, დამატებითი შეზღუდვების შემოღება მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიიჩნევენ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიღებული, დღეს არსებული შეზღუდვები შესაბამისობაშია არსებულ ეპიდვითარებასთან და მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა ყველა ქალაქში და მუნიციპალიტეტში ჰქონდეთ.
"დღეს საკმაოდ ფართოდ გვაქვს გაშლილი ვაქცინაციის პუნქტები და მნიშვნელოვანია ყველა ამ პუნქტის აქტიურად გამოყენება იმისთვის, რომ რესურსი სწორად გადანაწილდეს. მნიშვნელოვანი გადატვირთვების ფონზე, რომელიც დღეს სამედიცინო სექტორს გააჩნია, რესურსები სწორად უნდა ვმართოთ. ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა მოქალაქეებს ნამდვილად ყველა ქალაქში, რეგიონსა და მუნიციპალურ ცენტრში აქვთ. დარწმუნებულები ვართ, რომ არსებული რესურსით, შევძლებთ, სწორად ვმართოთ ეპიდვითარება. ხელმისაწვდომობის გაზრდის საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მზად ვართ, შესაბამისი ამცრელი პუნქტები დავამატოთ", - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.
სიახლეები
- “გოჭებო, 17 წლის ასაკში, 6 სკოლა და 6 უბანი მაქვს გამოცვლილი, იმდენი ბულინგი მაქვს ნანახი, რომ ხუთოსანი გოგო რომ არ ვყოფილიყავი, უეჭველი ქურდი გავხდებოდი – ხუთშაბათს პარტია გაგაცნობთ არჩევნების ამბავს” - ანა დოლიძე
- “სულელად რომ არ გამოჩნდეთ ისტორია ისწავლეთ! „ნაცმოძრაობამ“ გააჩინა „ფენტალინები“ და „ბიო“, ამ პოზიციით შენ ანადგურებ ბაზარზე არსებულ ყველა შესაძლებლობას, კი არ ძვირდება, აქრობ, ყველას იჭერ” - იაგო ხვიჩია ახალგაზრდებს
- “ვერანაირი ერთიანი ნეიტრალური კანდიდატები ვერ იქნება, ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთობის შემთხვევაში, ერთობა არ არის და ასე არც იკვრება” – ზურა გირჩი ჯაფარიძე
- “„ნაციონალური მოძრაობა“, მისი დანაყოფები სახელმწიფოზე თავდასხმას პატრონების საშუალებით ახორციელებენ, ფულით უილსონის პოსტებს ყიდულობენ, მაგრამ ხალხის კეთილგანწყობას ვერ იყიდიან” - ნინო წილოსანი
- “გარედან გაკეთებული ყველა უსამართლო განცხადების უკან დგას მსუყედ გადახდილი თანხები” - ნინო წილოსანი