ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოში მესამე დოზით აცრის პერიოდი დაასახელა
"ბუსტერის საკითხი, როგორც ჩანს, ყველა ვაქცინას დაუდგება", - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ვაქცინის მესამე დოზით ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კულუმბეგოვი ამბობს, საქართველოში ე,წ ბუსტერული დოზის დამატების საკითხი სექტემბერ- ოქტომბრის პერიოდისთვის განიხილება და სავარაუდოდ ის დადებითად გადაწყდება.
"ბუსტერის საკითხი, როგორც ჩანს, ყველა ვაქცინას დაუდგება. დღეს ვიცით, რომ იმავე FDI-მ "ფაიზერის" მესამე ბუსტერი მხოლოდ იმუნოკომპრომენტირებული და ორგანოგადანერგილი ადამიანებისთვის დაუშვა. რაც შეეხება ჩვენთან ავადობის მონიტორინგს, ადამიანებში, რომელთაც აქვთ "სინოფარმი" ან "სინოვაკი" გაკეთებული, არ ვლინდება რაიმე დრამატული ზრდა ან ჰოსპიტალიზაციაში ან სიკვდილიანობაში, ამიტომ, ბუნებრივია ახლა ბუსტერის საჭიროება არ არის, საზოგადოებას უბრალოდ შიში აქვს შინაგანი. თუმცა, მეორე დოზიდან 5-6 თვის შემდგომ, და ეს არის სექტემბრის ბოლო, ოქტომბერი, ალბათ ეგ საკითხი დადგება, მათ აუცილებლად მოუწევთ მესამე დოზა, ან იმავე, ან სხვა ვაქცინას შევთავაზებთ და ეს საკითხი პოზიტიურად გადაწყდება", - თქვა ბიძინა კულუმბეგოვმა
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
