"ასეთ ადამიანებს საზამთრო არ გამოადგებათ" - რომელი ხილი უნდა მიირთვან გამხდარმა და ჭარბწონიანმა ადამიანებმა
გიორგი ღოღობერიძე პროდუქტების გლიკემიური ინდექსის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს და განმარტავს, რომ ხილი და ბოსტნეული თავისი თვისებებით განსხვავებულია.
მისივე ინფორმაციით, მათი გლიკემიური ინდექსიდან გამომდინარე ზოგი მათგანი გამხდარი ადამიანებისთვისაა მეტად სასარგებლო, ზოგი კი - ჭარბწონიანთათვის:
„ყველა ხილი და ბოსტნეული განსხვავდება თავისი თვისებებით. ზოგიერთი ხილი ძალიან კარგია, როდესაც ადამიანს აქვს ჭარბი წონა, აწუხებს შაქრიანი დიაბეტი. არსებობს ხილი და ბოსტნეული, რომელიც უფრო კარგია მათთვის, ვინც არის გამხდარი და ფიზიკურად აქტიური. ამის შეფასების ერთ-ერთი პარამეტრი არის გლიკემიური ინდექსი.
თუ გლიკემიური ინდექსი დაბალია, ნაკლებია 55-ზე, ამ პროდუქტებში არსებული ნახშირწყლები ეტაპობრივად შეიწოვება. ეს კარგია იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აწუხებს შაქრიანი დიაბეტი, ან ჭარბწონიანია. მსგავსი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტები არის: ვაშლი (36), ფორთოხალი 43 (50), ბანანი (51), მანგო (51), მარწყვი (49).
არსებობს საკვები, რომელიც ხასიათდება მაღალი გლიკემიური ინდექსით. როგორც კი შეჭამ მსგავს პროდუქტს, გლუკოზა რომელიც მასშია, მყისიერად აღმოჩნდება ჩვენს სისხლში. ასეთი საკვები ჭარბწონიანებს არ გამოადგებათ, ასევე არ გამოადგებათ მათ, ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, მაგრამ გამოადგება მათ, ვინც არის ფიზიკურად აქტიური. ასეთი საკვები შეიძლება იყოს ანანასი (59), გოგრა (64). ამ კუთხით ლიდერი არის საზამთრო (76). მასში მართლაც ბევრი წყალია, მაგრამ მასში არის უამრავი ფრუქტოზა, ამიტომ საზამთრო უფრო გამოადგება მათ, ვინც არის გამხდარი და ფიზიკურად აქტიური. დიდი მნიშვნელობა აქვს პროდუქტის დოზასაც. თუ მცირე რაოდენობით მიირთმევთ, მან შეიძლება არსებითი გავლენა არც იქონიოს,“ - განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
