ეს გაცილებით მძიმედ მიმდინარე შტამია, მეტი ლეტალური შედეგით - მარინა ეზუგბაია
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დელტა შტამი წინამორბედებთან შედარებით გაცილებით მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება და ლეტალური გამოსავალიც უფრო ხშირია.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 15 % მძიმეა, 5% - კრიტიკული.
ამასთან, ეზუგბაიას თქმით, სახელმწიფომ მოქმედი რეგულაციების აღსრულების კონტროლი უნდა გაამკაცროს.
“ადამიანებმა თვითონ უნდა დაუწესონ საკუთარ თავს გარკვეული რეგულაციები. ქვეყანაში დარჩა რეგულაციები, როცა შეზღუდვები მოიხსნა - პირბადე, დისტანცირება და თავშეყრის ადგილებიდან თავის შეკავება. ეს სამივე რეგულაცია თუ კარგად აღსრულდება ამ შემთხვევაში, ალბათ, შესაძლებელი იქნება ეპიდემიოლოგიური სურათის გარკვეულწილად უკუსვლა, გაუმჯობესება. სახელმწიფოს მხრიდან უფრო გამკაცრებული უნდა იყოს არსებული რეგულაციების აღსრულება. იქ, სადაც არ ხდება რეგულაციების დაცვა, ალბათ, შემოღებული უნდა იყოს სასჯელები. ამ გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანოები მიიღებენ. იმისთვის, რომ ჩვენი შვილები, შვილიშვილები დაცულები იყვნენ, რეგულაციები უნდა შევასრულოთ. აღსრულება არ უნდა გვჭირდებოდეს რეგულაციების შესრულებისთვის. ვაქცინაცია და რეგულაციების შესრულება არის ერთადერთი საშუალება, რომ ამ სიტუაციას დავაღწიოთ თავი. ეს შტამი გაცილებით მძიმედ მიმდინარე შტამია. მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში კი მეტი ლეტალური გამოსავალი დგება. უფრო რთულია პაციენტების მართვა. გარდა ამისა, გავრცელების ასეთი სიხშირე ზრდის პაციენტების რაოდენობას. პაციენტების 80% გახლავთ საშუალო და მსუბუქი, 15% არის მძიმე, 5% კრიტიკული. ლეტალობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ მიბმულია დაავადების რაოდენობის, მათ შორის, მძიმე და კრიტიკული პაციენტების რაოდენობის მატებასთან", - განაცხადა ეზუგბაიამ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
