COVID-19-ის რამდენი შტამი არსებობს მსოფლიოში და რა განსხვავებაა მათ შორის?
ყველა ვირუსი, მათ შორის SARS-CoV-2, რომელიც COVID-19-ის დაავადებას იწვევს, დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის.
ცვლილებების უმეტესობა მცირე გავლენას ახდენს ვირუსის თვისებებზე. ვირუსის რნმ-ისა და მისი თვისებების თვალსაჩინო ცვლილების შემთხვევაში ახალი შტამი მიიღება. ზოგიერთმა ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ რამდენად ადვილად ვრცელდება იგი, თანმდევი დაავადების სიმძიმე, ვაქცინების ეფექტურობა და სხვ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, კორონავირუსის შტამები ბერძნული ანბანის ასოებით დაასათაუროს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური დირექტორის, მარია ვან კერხოვეს განცხადებით, არცერთი ქვეყნის დისკრიმინაცია არ უნდა მოხდეს იმის გამო, რომ ახალი შტამი პირველად სწორედ იქ აღმოაჩინეს.
BBC-ის ცნობით, არსებობს კოვიდის ათასობით სხვადასხვა ვარიანტი, თუმცა ჯანმო ყურადღებას მხოლოდ რამდენიმე მათგანზე ამახვილებს, რომლებიც სხვა შტამებთან შედარებით უფრო ფართოდ ვრცელდება.
ალფა (B.1.1.7), პირველად გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში, დღესდღეობით 185-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება. ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, კორონავირუსის ალფა შტამი 70%-ით უფრო გადამდებია, მაგრამ არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი უფრო მძიმე გართულებებს ან მაღალ სიკვდილიანობას იწვევს.
პაციენტები, რომლებიც COVID-19-ის "ბრიტანული" შტამით არიან ინფიცირებულები, ნაკლებად უჩივიან ყნოსვის და გემოს დაკარგვას. ამ შტამით ინფიცირებულ პაციენტებში ხშირია ხველა, ყელის ტკივილი, დაღლილობა, კუნთების ტკივილი და ცხელება. მუტირებული ვარიანტით დაავადებულ პაციენტებში შეინიშნება ქოშინი და თავის ტკივილი, რაც COVID-19-ის სხვა შტამების შემთხვევაშიც არის დამახასიათებელი.
ბეტა (B.1.351), პირველად სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. ამ დროისათვის იგი 136 ქვეყანაშია დაფიქსირებული. სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ კორონავირუსის სხვა შტამები ადამიანს გადატანილი აქვს.
გამა (P.1), პირველად გამოვლინდა ბრაზილიაში, მოგივანებით კი 80-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. ვირუსის უნიკალურად განსხვავებული ცილოვანი "ეკლების" გამო ის სწრაფად ვრცელდება. კორონავირუსის გამა შტამს გადაცემის ორჯერ მეტი უნარი აქვს ვიდრე თავდაპირველ ვარიანტს.
დელტა (B.1.617.2) შტამი, თავდაპირველად ინდოეთში გამოვლინდა, ამ დროისათვის კი 142 ქვეყანაში ვრცელდება. დელტა შტამი ერთ-ერთი შემაშფოთებელი ვარიანტია და წარმოადგენს B.1.617-ის სამი ცნობილი ქვეხაზიდან ერთ-ერთს.
დელტა შტამის ერთ-ერთი გადამწყვეტი თვისება ძლიერი გადამდებობაა. მისი ეს მაჩვენებელი ალფა შტამისას 40-60 პროცენტით აჭარბებს.
ჯანმო ასევე ცნობს ეტა, იოტა, კაპა და ლამბდა შტამებს.
ეტა (B.1.525) შტამი პირველად მიმდინარე წლის 17 მარტს დაფიქსირდა. მისი წარმომავლობის ადგილი უცნობია.
იოტა (B.1.526) პირველად აშშ-ში, მიმდინარე წლის 24 მარტს გამოჩნდა. კორონავირუსის "იოტა" შტამი, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ცირკულირებს, COVID-19-ით ინფიცირების დროს ასაკოვან პაციენტებში ლეტალობის რისკს 46–82%-ით ზრდის.
სხვა შტამებთან შედარებით, "იოტას" ვარიანტმა 45-64 წლის ასაკში ინფიცირებისას ლეტალობის კოეფიციენტი 46%-ით გაზარდა, 75 წლის ზემოთ ასაკის პირებში კი 62%-ით.
კაპა (B.1.617.1) შტამი პირველად ინდოეთში გამოვლინდა.
ლამბდა შტამი (C.37) თავდაპირველად პერუში გავრცელდა. კორონავირუსის კოლუმბიური ვარიანტით ბელგიაში სრულად აცრილი 7 ადამიანი გარდაიცვალა.
მეცნიერებმა სამწუხაროდ არ იციან, არის თუ არა b.1.621 უფრო მეტად გადამდები, ვიდრე სხვა კორონავირუსის ვარიანტები.
ასევე, ჯანმო ყურადღებას ამახვილებს კორონავირუსის ქვემოთ ჩამოთვლილ შტამებზეც, თუმცა მათთვის ბერძნული სახელწოდება ჯერ არ მიუნიჭებია.
სიახლეები
- “გოჭებო, 17 წლის ასაკში, 6 სკოლა და 6 უბანი მაქვს გამოცვლილი, იმდენი ბულინგი მაქვს ნანახი, რომ ხუთოსანი გოგო რომ არ ვყოფილიყავი, უეჭველი ქურდი გავხდებოდი – ხუთშაბათს პარტია გაგაცნობთ არჩევნების ამბავს” - ანა დოლიძე
- “სულელად რომ არ გამოჩნდეთ ისტორია ისწავლეთ! „ნაცმოძრაობამ“ გააჩინა „ფენტალინები“ და „ბიო“, ამ პოზიციით შენ ანადგურებ ბაზარზე არსებულ ყველა შესაძლებლობას, კი არ ძვირდება, აქრობ, ყველას იჭერ” - იაგო ხვიჩია ახალგაზრდებს
- “ვერანაირი ერთიანი ნეიტრალური კანდიდატები ვერ იქნება, ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთობის შემთხვევაში, ერთობა არ არის და ასე არც იკვრება” – ზურა გირჩი ჯაფარიძე
- “„ნაციონალური მოძრაობა“, მისი დანაყოფები სახელმწიფოზე თავდასხმას პატრონების საშუალებით ახორციელებენ, ფულით უილსონის პოსტებს ყიდულობენ, მაგრამ ხალხის კეთილგანწყობას ვერ იყიდიან” - ნინო წილოსანი
- “გარედან გაკეთებული ყველა უსამართლო განცხადების უკან დგას მსუყედ გადახდილი თანხები” - ნინო წილოსანი