"ცივი წყალი დალიონ ამ ამბიციასთან ერთად" - ვის მიმართავს ლევან რატიანი
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი საზოგადოებას მოუწოდებს, გონს მოეგოს.
მისი თქმით ექიმების რესურსიც ამოწურვადია.
"ძალიან ძნელია, როცა ადამიანი კონტაქტით შემოდის, მერე გიმძიმდება, სუნთქვა უჭირს, გადადის აპარატზე და გიკვდება. სამწუხაროდ, ეს მომენტებიც გვაქვს, ძალიან ხშირად. ჩვენც გაგვიფრთხილდით, ჩვენც გვინდა, რომ ვიცოცხლოთ ექიმებსაც, მედპერსონალსაც.
მე მესმის ყველას ამბიციის, მაგრამ ეს ამბიციები ყველამ უნდა დაიოკოს. ყველამ უნდა გადაყლაპოს თავისი ამბიცია, ცივი წყალი დალიონ ამ ამბიციასთან ერთად.
1 200 თანამშრომელი მყავს, იცი როგორი განცდა მაქვს? თითქმის ყველა ჩემი სტუდენტია, ვინც რეანიმაციაში მუშაობს. ის რომ დაინფიცირდეს, ის რომ აპარატზე გადავიდეს, მის დედას რა უნდა ვუთხრა. ამიტომ, გონს მოეგეთ ყველა", - განაცხადა ლევან რატიანმა "ტვ პირველის" ეთერში.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
