"ვმუშაობთ, რომ არცერთი პაციენტი, ვისაც საჭიროება აქვს, არ დარჩეს კლინიკის გარეთ"
ვმუშაობთ, რომ არცერთი პაციენტი, ვისაც საჭიროება აქვს, არ დარჩეს კლინიკის გარეთ, თუმცა ის პაციენტები, ვინც შესაძლებელია, რომ დროზე ადრე იყვნენ გაწერილები, მნიშვნელოვანია, რომ მათი დროული გადაყვანა მოხდეს კოვოდსასტუმროებში, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით სტაციონარში ინფიცირებულთა 13% ხვდება და გარკვეულ პერიოდში პაციენტების მიღება საკმაოდ რთული იქნება, იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა ინფექციის გავრცელების სიჩქარის კლება და ინფიცირებულთა რაოდენობის კლებისკენ წამოყვანა.
„ვაკვირდებით თუ რა არის საწოლბრუნვის მაჩვენებელი კლინიკაში და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ეს კომპონენტი. სტაციონარიზაცია დღესდღეობით არის 13%-მდე და ამაზე ვმუშაობთ, რომ არცერთი პაციენტი ვისაც საჭიროება აქვს არ დარჩეს კლინიკის გარეთ, თუმცა ის პაციენტები ვინც შესაძლებელია, რომ დროზე ადრე იყვნენ გაწერილი და გადაყვანილი კოვიდსასტუმროებში, მნიშვნელოვანია, რომ მათი დროული გადაყვანაც მოხდეს. თითოეულ დღეს ინფიცირებულთა 13% ხვდება სტაციონარში, ინფექციის მატებასთან ერთად გამოჯანრთელებულების რიცხვი იზრდება და გარკვეულ პერიოდში საკმაოდ რთული იქნება პაციენტების მიღება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა ინფექციის გავრცელების სიჩქარის კლება და ინფიცირებულთა რაოდენობის კლებისკენ წამოყვანა“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
