"კლინიკები ვითარებას ვეღარ განმუხტავენ"- ზურაბ გურული
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი ზურაბ გურული საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაცის ეხმაურება და მძიმე პროგნოზებს აკეთებს.
მისი თქმით, ჯერ ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკშიც არ არის შესული.
"ვითარებას კლინიკები ვეღარ განმუხტავენ, დაპანიკებული ადამიანები მიაწყდებიან კლინიკებს", - ამბობს გურული.
მისი თქმით, გადამწყვეტია, კლინიკებში ის პაციენტები მოხვდნენ, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარების გაწევა.
ექიმი ამბობს, რომ ვირუსთან საბრძოლველად რეგულაციების დაცვა და სამოქალაქო თვითშეგნების მაღალი დონეა საჭირო.
"ძალიან ძნელია ამაზე, როცა უმაღლესი დონის სახელმწიფო პირები თავად აძლევენ მაგალითს ქეიფის, დროსტარების, შეკრების და ამას აკეთებენ ყოველგვარი ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვის გარეშე. ისევ და ისევ მე ყველაზე დიდი იმედი ხალხის მაქვს, რომ უმეტესობას ეყოფა გონიერება", - განაცხადა ზურაბ გურულმა "მთავარი არხის" ეთერში.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 54 პაციენტი გარდაიცვალა.
ვირუსი კიდევ 5 697 პირს დაუდასტურდა და 2 713 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
