ამირან გამყრელიძე შეზღუდვების დაწესებას პროგნოზირებს
ამირან გამყრელიძემ დღეს თქვა, რომ ქვეყანაში ინფექციის შესაჩერებლად შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა შეშფოთება გამოთქვა ყოველდღიურად დადასტურებული შემთხვევების აღმავალი ტენდენციის გამო და თქვა, რომ 3-4 ათასი დადასტურებული შემთხვევა ყოველდღიურად, საგანგაშო მაჩვენებელია.
"ძალიან სერიოზული მდგომარეობაა ქვეყანაში ეპიდვითარებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 3-4 ათასის ფარგლებშია. ჯერჯერობით, მას აქვს კიდევ ტენდენცია აღმასვლის, ანუ იზრდება ყოველდღიური მაჩვენებლები, ამიტომ, ახლა მუშავდება შესაბამისი გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს. ერთის მხრივ, აცრების მაქსიმალური ინტენსიფიკაცია, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული ღონისძიებების ადმინისტრირების გამკაცრება და შესაძლებელია, ასევე, გარკვეული შეზღუდვების შემოღება, რომ შევაკავოთ ინფექცია",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
