კორონავირუსის დიაგნოზით ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 20 ბავშვი მკურნალობს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 100 კოვიდდადებითი პაციენტის მკურნალობს, მათგან 6 რენიმაციულ განყოფილებაში. 94 თერაპიული პაციენტიდან კი 20 ბავშვია, მათი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებლად ფასდება.
დასავლეთ საქართველოს ფილტვისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის სამედიცინო დირექტორი ნოდარ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ დღეს, კლინიკიდან 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა, ხოლო 11 კოვიდდადებითი პაციენტი მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 4 233 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 518 იმერეთში. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
