ახდენს თუ არა ვაქცინა გავლენას შვილოსნობის უნარზე
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინაციას შვილოსნობის უნარზე არანაირი გავლენა არ აქვს.
მისი თქმით, თუნდაც pfizer-თან მიმართებაში ჩატარებულია უამრავი კვლევა და მეცნიერულად მსგავსი მოსაზრება, რომ მას შვილოსნობის უნარზე რაიმე გავლენა აქვს, არ დადასტურებულა.
"ყველა კვლევა, რომელიც ჩატარებულია, იგივე pfizer-თან მიმართებით, ისრაელში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სინგაპურის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა, ყველა ეს მონაცემები აჩვენებს, რომ არავითარი გავლენა მამაკაცის რეპროდუქტიულ ცვლაზე ან ქალბატონის შვილოსნობის უნარზე არ გააჩნია აბსოლუტურად ამ ვაქცინებს და მსგავსი რამ სტატისტიკურად და მეცნიერულად არ დასტურდება და მითებს და არასწორ ინფორმაციას ნუ ჩაეჭიდებიან" - განაცხადა კულუმბეგოვმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
