ამ ციფრების უკან რამხელა ტკივილი დგას, ამას ვერ ვაცნობიერებთ - კულუმბეგოვი
ჩვენ თუ არ გვეყოლება მოსახლეობის განსაკუთრებით კი მოწყვლადი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილი სხვანაირად არ გამოვა მართვა.
ამიტომ ამას უნდა მივაღწიოთ აუცილებლად. - ამის შესახებ ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
მისი თქმით, სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მეთორმეტე ადგილზეა მსოფლიოში.
"შეიძლება იყოს დადებითი შემთხვევები, მაგრამ ჩვენ არ გვექნება მაღალი ჰოსპიტალიზაცია და არ გვექნება სიკვდილობის ეს ციფრები. თითქოს მივეჩვიეთ, 20 ადამიანი მოკვდა, 26 მოკვდა და მარტო ციფრების სახით ვუყურებთ და იმის უკან რა დგას და რამხელა ტკივილი დგას, ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ყველას გვესმოდეს. საქართველო 1 მილიონ მოსახლეზე სიკვდილობის მაჩვენებლით დღეის მონაცემით მსოფლიოში გახლავთ 12-ე ადგილზე. ეს არის ტრაგედია,“ - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
