ორი ახალშობილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში ორი ახალშობილის კრიტიკულია.
კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის განცხადებით, მედიკოსები ბავშვების გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ.
„ორი ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ბავშვები გადავარჩინოთ, ახლა რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ერთთან არის ინდური, მეორესთან კი ბრიტანული შტამი“, - განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
