ასე არ გამოვა, ისევ მოგვიწევს გასართობი ღონისძიებების შეზღუდვა - გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება.
მისივე თქმით, ინფექცია სწრაფად ვრცელდება და აქტიური ჩარევის გარეშე ეს ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მთავრობა უკვე ფიქრობს გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე.
„ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კრიტიკულია და ამდენად, მოქალაქეებისა და საზოგადოების აქტიურობის გარეშე ეს წარმოუდგენელია. მესმის, ზაფხულია, კურორტები გაიხსნა, გასართობი ღონისძიებები ტარდება. გასართობ ღონისძიებაზე არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს და დისტანცია დაიცვას, მაგრამ ასე არ გამოვა. ისევ მოგვიწევს გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ვიმუშაოთ. ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი“,- განაცხადა გაბუნიამ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
