რა სიმპტომები აქვს "ინდურ შტამს" და რამდენად მძიმედ მიმდინარეობს - ცერცვაძის განმარტება
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინდური შტამის სიმპტომებს რამდენიმე მკვეთრად გამოხატული ნიშანი აქვთ.
მისი თქმით, ოფიციალური კვლევები ჯერ არ არსებობს, თუმცა აღნიშნული შტამით მიმდინარე ინფიცირებულთა კლინიკური მდგომარეობა უფრო მძიმეა.
"მას მეტად ახასიათებს სურდო, წყალისებური სურდო, ცხვირიდან მეტი გამონადენი, მეტად ახასიათებს თავის ტკივილი, მეტად ახასიათებს ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომატიკა - უფრო მეტად, ვიდრე სხვა შტამებით გამოწვეულ კოვიდს. მაგრამ, ეს განსხვავება არ არის ისეთი თვალსაჩინო, რომ მარტო ამით დიაგნოზი დაისვას.
ბრიტანულ შტამს ჰქონდა 50%-ით მეტი გადამდებლობა, ვიდრე სტანდარტულ ჩინურს, ინდურს აქვს 50%-ით მეტი გადამდებლობა, ვიდრე ბრიტანულს. ანუ, ის ძალიან სწრაფად ვრცელდება. ამიტომ ხდება ის დომინანტი, მათ შორის ბრიტანეთში, რომელიც ბრიტანული შტამის სამშობლოა, მაგრამ გადაფარა ე.წ. ინდურმა შტამმა. ის იძლევა უფრო მძიმე ფორმებს. ყველაზე სერიოზული კვლევით. ბრიტანული შტამი იძლევა უფრო მძიმე ფორმებს და ეს დადასტურებლად ითვლება, ინდურ შტამზე ჯერ კვლევები არ არის დამთავრებული, მაგრამ უკვე გამოითქვა ძალიან ავტორიტეტულ ექსპერტებისგან, რომ ის იძლევა გაცილებით უფრო მძიმე შემთხვევებს. ის კლინიკური ნიშნებით უფრო მძიმეა, რაც ჩვეულებრივ აქვს კოვიდს, დაწყებული პნევმონიის მოცულობით და ინტენსივობით, გაგრძელებული ჰაერის უკმარისობით და ჟანგბადდამოკიდებულების ხარისხით და ასე შემდეგ," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
