"ფრთხილად უნდა იყოს საქართველო" - ზაზა წერეთელი "დელტა შტამის" შესახებ
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი ე.წ. დელტა შტამზე და მისი გავრცელების საშიშროებაზე საუბრობს.
"ე.წ. დელტა შტამთან დაკავშირებით მართლაც ძალიან ფრთხილად უნდა იყოს საქართველო. დღეს დილით გაერთიანებულმა სამეფომ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელმაც აჩვენა რომ "დელტა შტამის" გამო, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში ვაქცინაცია ძალიან კარგად მიმდინარეობს, ყოველი 11 დღის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა. ეს შტამი იწვევს იმას, რომ შემთხვევები ძალიან სწრაფად მრავლდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და მათ შორის, ვინც აუცრელია.
ნაჩვენებია, რომ აცრილი მოსახლეობაც კი ხშირად ინფიცირდება. საქართველოში აცრილთა რიცხვი კი ძალიან დაბალია. გაერთიანებულ სამეფოში 60%-ზე მეტია აცრილი და იქ "დელტა შტამი" ორჯერ გაიზარდა, თვის განმავლობაში იქნება ძალიან ბევრი.
ნამდვილად სახიფათოა, თუ გავითვალისწინებთ, საქართველოში რამდენად დაბალი მოცვა გვაქვს ჩვენ აცრის", - განაცხადა ზაზა წერეთელმა "რუსთავი 2-ის" ეთერში.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
