აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ
ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
CDC წერს, რომ საქართველოში მოგზაურობა სრულად ვაქცინირებული პირებისთვისაც რისკია.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოში მოგზაური პირებისთვის შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს:
თავი შეიკავეთ საქართველოში მოგზაურობისგან.
თუ საქართველოში აუცილებლად უნდა წახვიდეთ, დარწმუნდით, რომ მოგზაურობამდე სრულად ვაქცინირებული ხართ.
საქართველოში მოგზაური სრულად ვაქცინირებული პირებიც რისკის ქვეშ არიან, რომ COVID 19-ის ვარიანტებით დაინფიცირდებიან.
საქართველოში მოგზაურებმა უნდა დაიცვან ყველა რეკომენდაცია ან მოთხოვნა, მათ შორის ნიღბის ტარებისა და დისტანციის დაცვის შესახებ.
შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციას ექიმი ზურაბ გურულიც ეხმაურება და მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს:
“ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია საქართველოში მოგზაურობის მსურველთათვის.
აშკარად არ სცემენ პატივს ქართულ მენეჯერულ ნიჭს და გაქანებას პატივცემული ტონი და ძმანი და დანი მისნი
ზაფხულის ბოლოსკენ და ადრე შემოდგომაზე დაახლოებით წარმომიდგენია რა იქნება
გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ერთმანეთს. გახსოვდეთ, თქვენი კომფორტის მიღმა ვიღაცის სიცოცხლე იწყება და … მთავრდება”,-წერს გურული.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
