ამის გარანტიას გაძლევთ - რა პირობა დადო თენგიზ ცერცვაძემ
გარანტიას გაძლევთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენთან აცრილი იქნება საერთო მოსახლეობის 60-70%, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თმქით, სახელმწიფოს ვაქცინის მიწოდების კუთხით წყვეტა არ ჰქონია თუმცა, ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი ამჟამად იმდენად დიდია, რომ ყველა მსურველის აცრა ვერ ხერხდება.
„მართალია ჩვენთან ზრდასრული მოსახლეობის 3%-ია ვაქცინირებული, ამასაც შეაქვს თავისი წვლილი მესამე ტალღის დაძლევაში. თუ პირველ დღეებში 500 ადამიანი იცრებოდა, ახლა დღეში 4000 იცრება, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა, უნდა ავიდეთ 6000-7000-ზე. ვაქცინირებისადმი სკეპტიციზმი მნიშვნელოვნად დაიძლია. ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი ამჟამად საკმარისად დიდია, იმდენი, რომ ერთბაშად ყველას ვაქცინაცია ვერ ხერხდება. ჯერ არასაკმარისი ვაქცინის პრობლემა არ დამდგარა და არავითარი წყვეტა არ ყოფილა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს გარანტირებული ხელშეკრულებები გაფორმებული. ვაქცინაციის კაბინეტების და ბრიგადების რიცხვი უსასრულო ვერ იქნება, 164-ზე მეტი ბრიგადა არის ამცრელი და 100-ზე მეტი დაწესებულება მუშაობს ვაქცინაციის პროცესში. თუმცა, ეს ტემპი არ არის საკმარისი, მხოლოდ ბოლო 10 დღეში გაიზარდა ვაქცინირებულთა რიცხვი, ეს რიცხვი მინიმუმ უნდა გაორმაგდეს. დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-მდე აცრის მაჩვენებელზე მივალთ. მე ვტრიალებ საზოგადოებაში, ვიცი მათი განწყობა და სახელმწიფოს რესურსიც, რამდენად შეუძლია მას მიწოდების სისტემა გაზარდოს. გარანტიას გაძლევთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენთან აცრილი იქნება სრული მოსახლეობის 60-70%“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
