"ეს არის ლაბორატორიების გამდიდრება და ჩვენი გაღარიბება" - კულუმბეგოვი
იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განმარტა, არსებობს თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრამდე რაიმე ტიპის ანალიზის გაკეთების აუცილებლობა.
მისი თქმით, მსგავსი საჭიროება არ არსებობს და ვინც რაიმე ტიპის გამოკვლევების ჩატარებას გადაწყვეტს ვაქცინაციამდე, მხოლოდ ლაბორატორიებს გაამდიდრებს.
„არავითარი ანალიზის წინასწარ გაკეთება აბსოლუტურად საჭირო არ არის. ეს არის ზედმეტი ხარჯი. ეს არის ლაბორატორიების გამდიდრება, ჩვენი გაღარიბება და არავითარ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვაქცინაციამდე არ გვაძლევს. ამიტომ, ვაქცინაციის წინ, შესვლისას არავითარ შემთხვევაში არ მოგთხოვენ: „გვანახეთ, ანალიზი თუ გაქვთ გაკეთებული და მერე შემოგიშვებთ“. არ გესაჭიროებათ ანალიზების წინასწარ გაკეთება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
მისივე თქმით, აუცილებელი არც კორონავირუსზე PCR-ტესტის და ანტისხეულებზე ტესტის ჩაბარებაა.
„საქართველოში 300-მდე ადამიანს ვაქცინაციის პირველი დოზის შემდეგ დაუდასტურდა PCR-ით ვირუსი, მაგრამ არცერთ მათგანს დაავადება არ გართულებია, ამიტომ არავითარი აუცილებლობა არ არის. თეორიულად რომც ვიყო ვირუსის მატარებელი, და ეს 300 ადამიანი იყო ალბათ, არავითარ გართულებას ეს არ იწვევს. ამიტომაც, აქაც ზედმეტი ხარჯია“, – განმარტა კულუმბეგოვმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
