თუ ზაფხულში პირბადეს არ გაიკეთებთ, ალბათ, პოლიცია ჯოხით ირბენს - ჩალაძე
ჩვენ მგონი სერფინგით ვართ დაკავებული და ამ ტალღებზე, სასიამოვნოდ დავსრიალებთ წინ და უკან, - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ ქვეყანაში არსებული პანდემიის მესამე ტალღა.
ჩალაძის თქმით, ხელისუფლება პანდემიას შეზღუდვების გარდა ქუჩების მორეცხვით ებრძვის, რაც რა თქმა უნდა არაეფექტურია.
"ხელისუფლება პანდემიას შეზღუდვების გარდა, "რემდესივირით" და ქუჩების მორეცხვით ებრძოდა და ახლა ისევ იწყება ქუცების მორეცხვა, რაც რა თქმა უნდა არაეფექტურია. მე თბილისის მერს მინდა მივმართო, ბატონო კახი, ქუჩების მორეცხვა კი არა აბლაბუდებიც ჩამოწმინდეთ სადარბაზოებში, ესეც მნიშვნელოვანი იქნება.
რაც შეეხება ზაფხულში პირბადის ტარება, მოსახლეობას მოუწევს ტარება ან დააჯარიმებენ, როგორც პირველი ტალღის დროს მგზავრის წინა სავარძელზე ჯდომა იყო აკრძალული ისე იქნებ ესეც. თუ არ გაიკეთებენ ალბათ პოლიცია ჯოხით დაიწყებს სირბილს", - განაცხადა
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
