დაფიქსირდა თუ არა "ინდური შტამი" საქართველოში - გაბუნიას განმარტება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის "ინდური შტამის" არცერთ შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის ყველა მწარმოებელი ადასტურებს, რომ ბაზარზე არსებული ვაქცინები "ინდურ შტამსაც" ფარავს.
"ინდური შტამის" არც ერთი შემთხვევა ამ დროისთვის ქვეყანაში დაფიქსირებული არ არის. რაც შეეხება ვაქცინის ეფექტურობას ახალ შტამებთან და განსაკუთრებით "ინდურ შტამთან" მიმართებაში, ჯერჯერობით ყველა მწარმოებელი ადასტურებს, რომ ის ვაქცინები, რომელიც ბაზარზეა შემოსული, თანაბრად ეფექტურია. "ფაიზერმა" დაადასტურა, რომ მისი ვაქცინა მაღალ ეფექტურია ყველა შტამთან მიმართებაში. სხვა მწარმოებლები ამბობენ, რომ შესაძლოა იყოს გარკვეული შესუსტება ეფექტურობის, მაგრამ ზუსტად რაზეა საუბარი ამისი თქმა ჯერჯერობით კვლევებით უნდა დადასტურდეს. ყველა მიყვება იმ რეკომენდაციას, რომ ვაქცინა ეფექტურია ყველა შტამის შემთხვევაში და ჩვენც იგივე რეჟიმში ვაგრძელებთ ვაქცინაციის პროგრამას", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
