რაზე მოგიწევთ უარის თქმა ვაქცინაციის წინ - ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაცია
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ვაქცინაციის წინ არანაირი ანალიზისა და გამოკვლევების გაკეთება საჭირო არ არის.
როგორც კულუმბეგოვი განმარტავს, თუ ადამიანი ალერგიულია, რეკომენდაცია იქნება, ვაქცინაციის წინა დღეებში თავი შეიკავოს იმ საკვების მიღებისგან, რომლის მიმართაც აქვს გვერდითი მოვლენები.
"თუ ადამიანს ინდივიდუალური ანამნეზი აქვს, მაგალითად ნიგვზის ან თხილის მიმართ ალერგიულია, ვაქცინაციის წინა დღეს ნუ მოუწყობს საკუთარ თავს გამოცდას და არ მიირთვას. დანარჩენი, თუ ადამიანს არასოდეს ალერგია არ ჰქონია კვებითი კომპონენტების მიმართ, რაიმე დიეტის დაცვა და რაიმე შეზღუდვა, იმიტომ რომ ვაქცინაციას იტარებს, არ არსებობს.
რაც შეეხება ალკოჰოლს, ნასვამმა და ნაბახუსევმა ადამიანმა არავითარი წამალიც კი არ უნდა მიიღოს და ვაქცინის წინა დღეს თავი უნდა შეიკავოს ალკოჰოლის მიღებისგან. თრობის პროცესი და ალკოჰოლის ზემოქმედება ცალსახად ადამიანის იმუნურ სისტემის ეფექტურობაზე მოქმედებს.
ამასთან, ბევრი ადამიანს აინტერესებს, საჭიროა თუ არა რაღაც ტიპის ანალიზების გაკეთება, ვაქცინაციის პროცესის წინ არავითარი ანალიზური შეფასება საჭირო არ გახლავთ. ეს არის იმის აუცილებლობა, რომ თქვენ ამის გარეშე არ მიგიშვებენ ვაქცინაციის ცენტრში ან არ გაგიკეთებენ.
ერთადერთი, თუ ადამიანი რაიმე ქრონიკული დაავადების მატარებელია და ეს დაავადება ან გამწვავებულია ან დიდი ხანია მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ჯობია მკურნალ ექიმს დაეკონტაქტოს, გაიაროს ყველა ასპექტი და ის გადაწყვეტს რაიმე ანალიზი ჭირდება თუ არა. ვაქცინაციის წინ რაიმე ვალდებულება ანალიზების არცერთ ადამიანს არ გააჩნია," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.
სიახლეები
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
- "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას"
- "გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება"- გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე
- "ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
- "თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ"