"თუ ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენ გარკვეულად შევაკავებთ ეპიდემიის შემდგომ განვითარებას" - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი იმუნიზაციის პროცესის მეტად გააქტიურებაა.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადი იქნება და ზაფხულის სეზონს მშვიდად შევხვდებით.
"რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხია, იმუნიზაციის და აცრების მეტად გააქტიურება. თუ ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთებთ, იმედი გვაქვს დიდი, რომ ჩვენ გარკვეულად შევაკავებთ ეპიდემიის შემდგომ განვითარებას და ამ დროს ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია.
თუ აპრილსა და მაისს, დაახლოებით, ამ მასშტაბის ეპიდსიტუაციით გავივლით, მაშინ თბილ ამინდებში, ივნისში, შევალთ უფრო მეტად დამშვიდებული, რომ ეპიდსიტუაცია მეტად აღარ გაუარესდება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
