"97 ახალი შემთხვევა, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია"
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარა – 116, იმერეთი – 97, ქვემო ქართლი – 61, შიდა ქართლი – 80, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 161, კახეთი – 40, მცხეთა-მთიანეთი – 30, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.
"იმერეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაგვიდასტურდა 97 ახალი კოვიდინფიცირებული შემთხვევა, რაც ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და საგანგაშოა ნამდვილად.
სამწუხაროა ის, რომ გამოგვიჩნდა კლასტერები უკვე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რომელიც არის დაკავშირებული ისევ სოციალურ ღონისძიებასთან, ეგრეთწოდებულ ქელახთან. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს ტყიბულზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანის ინფიცირება მოხდა და მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენ ვერ შევალთ და ვერ გავაკონტროლებთ ყველა ოჯახში სიტუაციას და მაქსიმალურად დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს.
კლინიკების მობილიზაცია ამ წუთში არ ხდება, ჯერჯერობით რაოდენობა რაც არის კოვიდპაციენტებისთვის გამოყოფილი სავსებით ყოფნის იმ რაოდენობას რაც გვიფიქსირდება. თუმცა ჩვენ უკვე დავამატეთ კოვიდსასტუმრო, რომელიც გაუქმებული გვქონდა ბოლო თვეების განმავლობაში," - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
სიახლეები
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
- "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას"
- "გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება"- გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე
- "ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
- "თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ"