"სავალალო შედეგამდე მივალთ, იგივე შეცდომას ვიმეორებთ" - გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ყოველდღიური მაჩვენებლების თანახმად, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება.
ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ინფიცირების მაჩვენებელი საყურადღებოა, რის გამოც ქვეყანაში უნდა გამკაცრდეს დაწესებული რეგულაციების ზედამხედველობა და აღსრულების კონტროლი.
"სამწუხაროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველა ის მაჩვენებელი, რომელიც ეპიდ-სიტუაციას ახასიათებს, დადებითობის მაჩვენებელი, რომელსაც საკმაოდ კარგი დინამიკა ჰქონდა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მცირედ, მაგრამ უარესდება. განსაკუთრებით დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევების რაოდენობა, ანუ 673 ახალი შემთხვევა, ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია. დღიური დადებითობის მაჩვენებელიც გაიზარდა.
რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებლები და ეპიდსიტუაცია უკეთესია, ვიდრე გვქონდა თებერვალში, კიდევ უკეთესი, ვიდრე იანვარში, მაგრამ ბოლო ორი კვირაა, რაც გაჩნდა ნიშნები და ტენდენცია გაუარესების. 600-ზე მეტი ბოლოს ჩვენ ახალ შემთხვევათა რაოდენობა გვქონდა თებერვლის პირველ კვირაში. აქედან გამომიდარე, ეს ძალიან საყურადღებოა. იზრდება ქვეყანაში აქტიურ შემთხვევათა რიცხვი, კერძოდ, ამჟამად გვაქვს 4 447 აქტიური შემთხვევა, ანუ თანდათან იზრდება ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტროზეც.
სავალალო შედეგები გვქნება, თუ არ გამკაცრდა ზედამხედველობა და აღსრულებაზე კონტროლი ყველა იმ ღონისძიებებზე, რაზეც ვსაუბრობთ, პირველ რიგში პირბადე, დისტანცია და განსაკუთრებით თავშეყრების თავის არიდება. კიდევ იგივეს ვიმეორებთ, რაც გავიმეორეთ აგვისტოში - დავიჯერეთ რომ გავიმარჯვეთ კორონავირუსულ ინფექციაზე, რადგან კლება გვაქვს ათჯერადი ნოემბერთან შედარებით, დავიჯერეთ, რომ უკვე დავამარცხეთ ინფექცია.
ამან შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო შედეგებამდე, განმეორდეს იგივე, რაც იყო ნოემბერ-დეკემბერში. ამიტომ, ყველას გთხოვთ, დისტანცია უნდა დავიცვათ და დიდ თავშეყრებს თავი ავარიდოთ. ყველა უნდა ავიცრათ, ვისაც ეკუთვნის ეტაპობრივად აცრა" - ამბობს ამირან გამყრელიძე.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
