Sinopharm-ის ჩინური ვაქცინა - რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატზე, რომელიც საქართველოში აპრილში შემოდის
COVID-19-ის საწინააღმდეგო ამერიკული და ბრიტანული ვაქცინების შემდეგ აპრილში საქართველოში ჩინური კომპანია Sinopharm-ის ვაქცინის 100 000-მდე დოზა შემოვა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის თქმით, Sinopharm-ის ვაქცინა, ჯერჯერობით, ისევ ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, მაგრამ უკვე აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია.
რას წარმოადგენს ეს ვაქცინა, როგორია მისი მუშაობის პრინციპი და რა უშლის მის საერთაშორისო აღიარებას ხელს.
BBIBP-CorV - არის ერთ-ერთი COVID-19-ის საწინააღმდეგო იმ ვაქცინებიდან, რომელიც კომპანია Sinopharm-მა შეიმუშავა. Sinopharm -ის ინფორმაციით, ვაქცინამ გამოცდისას 79.34% ეფექტურობა აჩვენა. თუმცა, არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა, რომელმაც ვაქცინა იანვარში დაამტკიცა, განაცხადა, რომ მესამე ეტაპის საცდელი შუალედური შედეგების თანახმად, ვაქცინა ეფექტურია 86%-ით. ხოლო კორონავირუსის დაავადების მძიმე მიმდინარეობისას 100%-ით იცავს.
სინოფარმის ვაქცინის მუშაობის პრინციპი შემდეგია: ვაქცინით ადამიანის ორგანიზმში შედის დეაქტივირებული (“მკვდარი“) კორონავირუსის ნაწილები, რომლებიც ადამიანის ორგამიზმში იმუნურ რეაქციას იწვევენ. ალერგიური რეაქციის სიხშირე 2 -ია 1 მილიონ ადამიანზე.
კურსი შედგება 2 დოზისგან. დოზები 21 დღიანი ინტერვალით შეჰყავთ, ვაქცინა ჩვეულებრივ მაცივარში 4-8°C-ზე ინახება.
ევროკავშირის ქვეყნებიდან ვაქცინის დამტკიცების შესახებ პირველი უნგრეთმა განაცხადა.
ვაქცინის საერთაშორისო აღიარებას ხელს უშლის რამდენიმე ფაქტორი - ერთი ის, რომ კომპანიას ჯერაც არ გამოუქვეყნებია მე-3 კლინიკური ეტაპის დეტალური შედეგები. ამასთან, Sinopharm-ის დასჭირდება საზღვარგარეთ ჩატარებული III ფაზაში ჩატარებული კლინიკური გამოკვლევების შედეგების შეფასება, რათა დადგინდეს, ორი რეკომენდებული დოზის შემდეგ საჭიროა თუ არა მესამე - გამაძლიერებელი დოზის მიღება, რადგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ რიგ შემთხვევებში ორმა რეკომენდებულმა დოზამ საკმარისი იმუნური რეაქცია არ გამოიმუშავა.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
