"საქართველოში 2-3 კვირაში ყველა შეზღუდვა მოიხსნება" - თენგიზ ცერცვაძე
"შეზღუდვების მოხსნა დაწყებულია და სადღაც ორ-სამ კვირაში დამთავრდება, სავარაუდოდ ყველა შეზღუდვა მოიხსნება.
მთავარია, რომ უკან დაბრუნება არ მოგვიწიოს, ხელახლა შეზღუდვების დაწესება არ მოგვიხდეს, როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანას მოუწია", - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "პირველ არხთან" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღის წესრიგში დგას სარესტორნო ბიზნესზე შეზღუდვების შემსუბუქება; განიხილება ზამთრის კურორტების სეზონის დარჩენილ ნაწილში ამოქმედება და ცვლილებები კომენდანტის საათის მხრივ.
"არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, რაც ერთხელ მოგვივიდა ზაფხულში. ის, რომ ახლა მდგომარეობა სტაბილურია, მე ვიტყოდი პირდაპირ – კარგია, ეს არ უნდა იყოს თვითდამშვიდების საგანი და ის, რაც მოსახლეობამ ასე თუ ისე გაითავისა მაღალი პასუხისმგებლობა და პრევენციული ზომების დაცვის აუცილებლობა, მხედველობაში მაქვს პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ჰიგიენა. აი, ამაზე ერთი წუთითაც არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
