მსოფლიოში კორონავირუსზე 200 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა
კორონავირუსზე ვაქცინაცია, 20 თებერვლის მდგომარეობით, მსოფლიო მასშტაბით 200 269 332 ადამიანს ჩაუტარდა, რაც დედამიწის მოსახლეობის 2,6%-ს შეადგენს.
ამავდროულად, ვაქცინირებულთა 65% აშშ-ს, ჩინეთს, დიდ ბრიტანეთსა და ინდოეთზე მოდის.
შეერთებულ შტატებში კორონავირუსზე უკვე 60 მილიონზე მეტი (მოსახლეობის დაახლოებით 18,5%) ადამიანი აცრეს. ჩინეთში ვაქცინაცია ჩაუტარდა 40,5 მილიონ მოქალაქეს (3%). დიდ ბრიტანეთში 17,5 მილიონზე მეტი ადამიანი (26,4%) უკვე აცრილია. ინდოეთში აცრა 10,7 მილიონ (მოსახლეობის 1%-ზე ნაკლები) ადამიანს ჩაუტარდა.
ამავდროულად, ვაქცინირებული მოსახლეობის ყველაზე მაღალი წილი ისრაელში ფიქსირდება, სადაც ვაქცინის პირველი დოზა მაცხოვრებლების 80,3%-მა მიიღო. არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში კორონავირუსზე მოსახლეობის 49,8%-ია აცრილი, სეიშელის კუნძულებზე კი - 56,8%.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
