ისრაელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნა
ისრაელში, თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის მკლევარებმა მსოფლიოში პირველი ,COVID-19″-ის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნეს, რომელმაც ტესტირების პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა.
ამის შესახებ ინფორმაციას The Jerusalem Post ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 30 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან, რომლებმაც პრეპარატი EXO-CD24 მიიღეს, 29 პაციენტი 3-5 დღეში გამოჯანმრთელდა. სამედიცინო ცენტრის კორონავირუსის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორი ნადირ არბერის განცხადებით, 30-ე პაციენტიც გამოჯანმრთელდა, მაგრამ მას რამდენიმე დღით მეტი დასჭირდა.
პრეპარატი თავიდან კიბოს სამკურნალოდ შეიქმნა და ის ეგზოსომებს შეიცავს. EXO-CD24 გამდიდრებულ CD24-ეზოსომებს შეიცავს და მისის შესუთქვა პირდაპირ ფილტვებში ხდება. პრეპარატის შესუნთქვა ციტოკინების რაოდენობის შემცირებას უწყობს ხელს.
პრეპარატი ზომიერი და კრიტიკულ მდგომარეობამდე მყოფი პაციენტებისთვის არის გამიზნული.
აღნიშნულის თაობაზე განცხადება საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმაც გააკეთა. მან დაადასტურა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის კვლევის პირველი ფაზა დასრულდა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
