დაფიქსირდა თუ არა კორონავირუსით რეინფიცირების ფაქტები საქართველოში - იმნაძის განცხადება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.
„საქართველოში დადასტურებული შემთხვევა ჯერ ნამდვილად არ არის, პირველი ნიმუში უნდა იყოს გენეტიკური სეკვენსი ვირუსის, მეორე შემთხვევაში უნდა იყოს ვირუსის სეკვენსი გაკეთებული. თქვენ ალბათ გახსოვთ შემთხვევები, რაც მართლა რეალობაა, როდესაც ადამიანი სამი თვის განმავლობაში იყო დადებითი. ასეთი შემთხვევები ბევრია. თუ ადამიანს სამი თვის შემდეგ კიდევ ვირუსი დაუდგინდა, ეს არ ნიშნავს რეინფიცირებას“, – განაცხადა იმნაძემ.
მისი თქმით, საქართველოში რეინფიცირების ათ საეჭვო შემთხვევას სწავლობენ.
„აქედან მოძიებულია ორი შემთხვევის ყველა ნიმუში და მათი სეკვენირება დაწყებულია, ვნახავთ, ყველაფერს სჭირდება სამეცნიეირო მტკიცებულება“, – აღნიშნა იმნაძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
