"ადამიანებს სამსახური და გადაადგილების უფლება უნდა მივცეთ"
ალბათ, წესების დაცვით, ადამიანებს სამსახური და გადაადგილების უფლება უნდა მივცეთ, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.
მას მიაჩნია, წესრიგს თუ დავიცავთ და ყურადღებას არ მოვადუნებთ, შეზღუდვების შემსუბუქება არ გამოიწვევს დრამატულად ციფრების გაზრდას.
„ჯერჯერობით სტაბილურია სიტუაცია და ამიტომ, წესების დაცვით, რასაც მეტ-ნაკლებად ბიზნესმაც და მოქალაქეებმაც გაართვეს თავი, ალბათ, ადამიანებს სამსახური, გადაადგილების უფლება და ა.შ. უნდა მივცეთ.
მესმის, რომ ძალიან რთულია და ამან შეიძლება, ეპიდემიას დაარტყას, მაგრამ წესრიგს თუ დავიცავთ და არ მოვადუნებთ ყურადღებას, არ გამოიწვევს დრამატულად ციფრების გაზრდას.
სახელმწიფომ ამიტომ სერიოზული კონტროლი უნდა დააწესოს, გახსნის შემთხვევაში უნდა იყოს უკლებლივ დაჯარიმება, დახურვა იმწუთში. ბევრ სარესტორნო სივრცეს ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს, ვიდრე რესტორანს დაჯავშნი, უნდა მიხვიდე ნახევარი საათით ადრე, სწრაფი ტესტის პასუხს უნდა დაელოდო გარეთ. თუ ხარ უარყოფითი, მერე გიშვებენ რესტორანში. ეს თავის გადასარჩენად მოიფიქრა თვითონ ბიზნესმა. სახელმწიფოს ხელებში არ უყურებენ და არ არიან ხელშემყურე, მხოლოდ ქვეყანა რას მოიფიქრებს.
თვითონაც უნდა იყვნენ მოტივირებული, რაც უფრო მეტი იქნება ინფექციის კონტროლი მათ დაწესებულებებში, გადარჩებიან დიდი ხანი და არავითარი პრობლემა არ იქნება, არ შეექმნება მათ დახურვის საფრთხე“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
