საქართველოში კორონავირუსის 1 972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 1 972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 737 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 216 843 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 194 705 გამოჯანმრთელდა, 2 276 კი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 13 699 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 146, PCR ტესტით – 6 553.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 405 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –6 149, ხოლო კოვიდსასტუმროში – 1 588.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
