" წინასაახალწლოდ ყველა პრევენციული ღონისძიება მკაცრად უნდა იყოს დაცული"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ წინასაახალწლო პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქების საკითხზე ბალანსირებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
გამყრელიძის თქმით, ყველა პრევენციული ღონისძიება მკაცრად უნდა იყოს დაცული და არ უნდა განმეორდეს ის, რაც დაფიქსირდა ე.წ. შავ პარასკევს.
„ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას, როგორი გვექნება მომავალი კვირა, გავაანალიზოთ, როგორი გვექნება იმის შემდეგ კიდევ ერთი კვირა. ამის მიხედვით საკოორდიანციო საბჭომ უნდა მიიღოს ბალანსირებული გადაწყვეტილება. უნდა ვიყოთ საკმაოდ ფრთხილად. თუ გავხსნით და უნდა გაიხსნას წინასაახალწლოდ, გარკვეული შემსუბუქება უნდა იყოს, მაშინ ყველა პრევენციული ღონისძიება მკაცრად უნდა იყოს დაცული და მოხდეს ყველაფრის მკაცრად აღსრულება.
ისე ხელაღებით, ყოველგვარი ანალიზის გარეშე რომ გაიხსნას ყველაფერი და განვითარდეს იმის მსგავსი, რაც შავ პარასკევს მოხდა, მოგეხსენებათ, მაშინ საახალწლოდ გვექნება კიდევ დიდი პიკი.
ამიტომ თუ რამეს ამ ორ კვირაში მივაღწევთ და რაღაც სტაბილიზაციის ელემენტები ჩანს, ის წყალში არ უნდა გადავყაროთ, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი