"AstraZeneca ვაქცინა ეფექტურია ასაკოვან ადამიანებშიც" - კულუმბეგოვი
"ახალმა AstraZeneca ვაქცინამ აჩვენა, რომ, როგორც ახალგაზრდა, ასევე ასაკოვან ადამიანებში ერთნაირად კარგ იმუნურ პასუხს იწვევს",- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
კულუმბეგოვის თქმით, ძირითადად ასაკოვან ადამიანებს არ აქვთ ძლიერი იმუნური თვისება, ხოლო ახალმა ვაქცინამ აჩვენა, რომ ის ხანდაზმულ ადამიანებშიც ეფექტურია.
"დაემატა მესამე ვაქცინა, რომელსაც ველოდებოდით. ოქსფორდის ჯგუფის AstraZeneca ვაქცინაზე ჩატარებულმა წინასწარმა მესამე ფაზის კვლევამ აჩვენა, რომ AstraZeneca ვაქცინამ 65 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებს ძალიან კარგი ჩვენება მისცა იმუნიტეტის ჩამოყალიბების მხრივ, რაც ძალიან კარგია, რადგან ვაქცინა ყველაზე მოწყვლად ჯგუფშიც, ასაკოვან ხალხშიც იქნება ეფექტური. ხანშიშესულ ადამიანებს საერთოდ ყველაზე სუსტი პასუხი აქვთხოლმე ვაქცინაზე იმიტომ, რომ მათი იმუნური სისტემა არ არის ძლიერი",- განაცხადა კულუმბეგოვმა.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
