შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ვ.ე. დააკავეს.
მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, მიიღონ ზომები „დარიალის“ სასაზღვრო პუნქტის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი თავიანთი მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საზოგადოებას მსურს, მივაწოდო ინფორმაცია ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ განხორციელებული კიდევ ერთი საპოლიციო ღონისძიების შესახებ, რომლის შედეგად დავაკავეთ ნარკოტიკების რეალიზაციაში, რეალიზაციის მომზადებასა და რეალიზაციის მცდელობაში, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანასა და შეძენა-შენახვაში ბრალდებული 43 პირი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ოთხი ფარმაცევტული კომპანია დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის 560 000 ლარით დაჯარიმდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ა.პ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.