რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმი მიიყვანეს. დამატებითი ძალები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ. სპეცრაზმის წარმომადგენლები ამ წუთებში ეკიპირებას ირგებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პოლიტიკოსი გოგი წულაია პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
სახალხო დამცველი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს.
არასრულწლოვნების გაუპატიურების და სხვა სექსუალური ხასიათის დანაშაულში ბრალდებულ მამა-შვილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
სამეგრელოში მომხდარ შემზარავ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც 8 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის, მამა-შვილი დააკავეს, საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.