რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ბათუმში ერთ-ერთ სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომელს ხელი დაარტყა და უკრაინის დროშა ჩამოხია, სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა. შემთხვევა 19 მაისს მოხდა.
რუსეთ-უკრაინის ომში უპილოტო საფრენი აპარატები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ორივე მხარისთვის, თუმცა მათ დანაკარგების მაღალი მაჩვენებელი განიცადეს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული.
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 წლის ახალგაზრდა დაიღუპა და სამი დაშავდა.
7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადმოიყვანეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცერმა და სამსახურებრივმა ძაღლმა სახელად დიიმ, რომელიც ნარკოტიკული საშუალების ძებნაზე-აღმოჩენაზე არის გაწვრთნილი, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“ უცხო ქვეყნის მოქალაქის ს.ფ.-ს ბარგის დათვალიერების შედეგად, 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს.
