დეკემბერი 20 2022 წაკითხვა 742 ჯერ

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოების ინფორმირების მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს: 2022 წლის 31 მაისს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით კლინიკა „ვივამედის“ მიერ ჩატარდა ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა ლაბორატორია „მრჩეველში“. 2022 წლის 10 ივნისს მიღებული შედეგების მიხედვით, ყველა მაჩვენებელი იყო ნორმაში, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

დეკემბერი 18 2022 წაკითხვა 587 ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული გ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებთ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დეკემბერი 14 2022 წაკითხვა 470 ჯერ

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მომდევნო პროცესი 22 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

დეკემბერი 11 2022 წაკითხვა 510 ჯერ

პოლიციამ გურიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა.

დეკემბერი 09 2022 წაკითხვა 557 ჯერ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, სხდომა 14 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

გვერდი 58 სულ 110
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.