საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 30 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას, შსს ავრცელებს.
საქართველოს პროკურატურამ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა.
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქეები 2000 წელს დაბადებული ა.კ. და 1995 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
შსს ავრცელებს პრესრელიზს, რომლითაც იუწყება, რომ ქართველმა და თურქმა სამართალდამცველებმა ერთობლივი ოპერაციისას თურქეთის 12 მოქალაქე დააკავეს - ყველა მათგანი წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მათგან 4 საქართველოში უკანონოდ არის შემოსული იმ დროს, როცა მათზე საერთაშორისო ძებნა უკვე გამოცხადებული იყო.
