გჯერათ, რომ „ხაბეს“, „ჭიჭეს“ და სამადაშვილს, ბრიუსელში რომ დარბოდნენ და სტატუსის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ახლა სამუშაო ჯგუფებში მუშაობა უნდათ?! მე და ქართველ ხალხს ამის არ გვჯერა! - ეს განცხადება პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.
მგონი, მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოფხიზლდეს, კარი გაუღოს ყველას და ვინც „ნაცმოძრაობის“ მოქმედი მენეჯმენტის მხრიდან განდევნილია, უკან დააბრუნოს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშის პარლამენტში წარდგენას ხელი შეუშალოს. აღნიშნულ საკითხზე პარტიაში კომენტარები დღეს გაკეთდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წლიური ანგარიში 6 თებერვალს უნდა წარუდგინოს.
პარტია „საქართველოსთვის“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.
„ოცნების“ წესდებაში შეტანილი ცვლილებები იმდენად არასერიოზულია, დაჯერება გამიჭირდა, რა იცვლება ამით?! - ისედაც ყველასთვის გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო საკადრო გადაწყვეტილებების მიმღები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
