საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მიზანია, ქაოსის გზით ქვეყანაში მოაწყოს რევოლუცია, რაც არ გამოუვა.
„ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პარტნიორებთან საუბრისას ოპოზიციის მხრიდან მთავარი სათქმელი იქნება ის, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს. ამის შესახებ ელისაშვილმა ჟურნალისტებს 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პატივს არ სცემენ ჩემს ქვეყანას, ჩემს სამშობლოს, ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, მე მაქვს სხვა დამოკიდებულება – მათ განცხადებებს, მათ ქმედებებს აქვს ნულის ფასი, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ხვდებიან ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებს.
“მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი გვეძახის მტრებს. ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ ვართ მეგობრები – ბოდიში, მაგრამ მმართველ პარტიას ჰკითხეთ, რატომ არ ჰქონდათ სურვილი, მივეღეთ”, – ამის შესახებ ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მსოფლიო ბანკმა Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნა.
