"რეზოლუციით ევროპარლამენტმა ბოლო შანსი მისცა ხელისუფლებას ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები"- ლევან ბოძაშვილი
ევროპარლამენტის რეზოლუციის კანონის უზენაესობის ნაწილი შემაშფოთებლად კრიტიკულია.
ის პირდაპირ აღიარებს სახელმწიფოს მიტაცებასა და კორუფციას, მოსამართლეების ბოლოდროინდელი დანიშვნების შეუსაბამობას საერთაშორისო რეკომენდაციებსა და სტანდარტებთან, საპარლამენტო კონტროლის ნაკლებობას მთავრობასა და უსაფრთხოების სამსახურებზე, მედიის უკიდურეს პოლარიზაციას, მიკერძოებასა და დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის ნაკლებობას.
ეს რეზოლუცია ადასტურებს, რომ ასოცირების შეთანხმების განხორციელება არ არის ეფექტიანი სწორედ კანონის უზენაესობის დიდწილად არასათანადო არსებობის გამო. ასოცირების ძალაში შესვლიდან 5 წლის შემდეგაც კი მთავრობამ ვერ მოახერხა მისი განხორციელება ისე, რომ მოსახლეობას რეალურად ეგრძნო ის სავაჭრო-ეკონომიკური და კანონის უზენაესობის სიკეთეები რაც ამ დოკუმენტის არსს წარმოადგენს, რაც წინაპირობაა ევროკავშირში სრულფასოვანი ეკონომიკური ინტეგრაციისა, ვერ შექმნა ისეთი ქმედითი საჯარო სამსახური, რომელიც მის განხორციელებას შეძლებდა.
რეზოლუცია პირდაპირ აღიარებს, რომ ქვეყანაში არ არის სათანადო საარჩევნო გარემო რადგან იდენტიფიცირებული ტენდენციები, როგორიცაა საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ხმების ყიდვა, ამომრჩევლის დაშინება და თავისუფლად ხმის მიცემის შეზღუდვა განსაკუთრებით საჯარო მოხელეების მიმართ, ძალადობაზე დაუსჯელობა, არ არის მოგვარებული.
ეს არის ბოლო შანსი, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს დემოკრატიულობის იმიჯი, ეს არის ბოლო შანსი და გაფრთხილება ხელისუფლების მიმართ ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები და ეს არჩევნები არ ტარდება მხოლოდ 31 ოქტომბერს, არამედ ახლა, მთელი საარჩევნო კამპანიის პროცესში.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს