"კურდღლები ხართო, თქვენ მგელი ხართ ხომ ბატონო გახარია? კბილებიანი, ძარღვიანი მგელი"
თქვენ მგელი ხართ ხომ ბატონო გახარია? კბილებიანი, ძარღვიანი მგელი,- ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პლენარულ სესიაზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.
მისი თქმით, პრემიერი ძველბიჭურად საუბრობს, ხოლო მათ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხები არ აქვს.
„ადამიანურ ენაზე ხომ შეიძლება, ამ ძველბიჭობის გარეშე, ხალხს აუხსნათ, რაც გევალებათ რატომ არ დგამთ იმ ნაბიჯებს, რაც ხალხს სჭირდება. გადასახადებზეც კიდევ ერთხელ მინდა გკითხოთ და გვერდზე გიზით ის გენიოსიც, თქვენი ფინანსთა მინისტრიც, ირიბს დაარქმევთ თუ პირდაპირს, საგადასახადო ტვირთში როგორ არ შედის საშემოსავლო გადასახადი? არ უღებთ ამ ფულს ჯიბიდან? თუ გადასახადებს დავწევთ, გაკოტრდება სახელმწიფოო - იმ 117 ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო? არგუმენტი გვითხარით და არა ეს ტყუილები და ძველბიჭობა, კომპლექსი გაქვთ ბავშვობის? კურდღლები ხართო, თქვენ მგელი ხართ ხომ ბატონო გახარია? კბილებიანი, ძარღვიანი მგელი. ამ ძველბიჭობის ნაცვლად, ქვეყნის დაცვა სადაც საჭიროა, იქ რომ გქონდეთ პრინციპულობა არ შეიძლება? ამდენი ლაპარაკია და რა უნდა იმის თქმას, ხვალ საქართველოს მტერს ქვეყანაში აღარ შემოვუშვებთ. ხომ ამბობთ არეულობის მომწყობი ძალებია ქვეყანაშიო და არ შემოვუშვათ მტრები ქვეყანაში, რისი სრული უფლებაც გაქვთ ჩვენი კანონით. ამას რატომ ვერ იძახით?“- აღნიშნა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, მანამდე გიორგი გახარიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს კურდღლები უწოდა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 აგვისტოსთვის
- აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო დეკლარაციის ტექსტი გამოაქვეყნეს
- "უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა - ვიყო ქალაქ ქუთაისის არჩეული მერი" - დავით ერემეიშვილი
- "პუტინს სურს, რომ ჩვენი ხერსონის სამხრეთის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორიის, დონეცკის ოლქის, ყირიმის დაპყრობა აპატიონ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "რა დროს ნომერია? სამშობლოს ვკარგავთ" - ნიკა გვარამია