"ირაკლი შოთაძე არის ღირსეული, პროფესიონალი, რომელმაც შეძლო ხშირად მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება"
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის კენჭისყრის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მღთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შოთაძე პროფესიონალი და ღირსეული ადამიანია.
„ირაკლი შოთაძე არის ღირსეული, პროფესიონალი, რომელმაც შეძლო ხშირად მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა, სადაც მინისტრებთან ერთად პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს დაესწრება.
ტეგები:
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი