"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და ყველა უფრო პასუხისმგებლიანად უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს"
ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და შესაბამისად, ყველა უფრო პასუხისმგებლიანად უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, არ არის კარგი, როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი პოლიტიკური ჭორაობის და სპეკულაციის საგანი ხდება.
„ბევრ საოცარ რამეს ამბობს, განსაკუთრებით ბოლო დროს ბატონი ხაზარაძე. საუბრობს წერილზე, ოქმზე და კიდევ ბევრ რაღაცაზე. მოიტანოს, გვაჩვენოს ეს ოქმი. ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ყოველთვის ვამბობდი, რომ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მას სჭირდება პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორები. რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს, ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო ყველა ვალდებულებას ასრულებდა და შეასრულებს. ანაკლიას, ღრმაწყლოვან პორტს სჭირდება პასუხისმგებლიანი, სეროზული კერძო ინვესტორები, რომელიც სამწუხაროდ, არ გვყავს. ეს არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პრობლემა. სახელმწიფო მას უჭერდა და დაუჭერს მხარს. რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს, კონსორციუმის ბოლო ქმედებების შედეგად არც ერთი სერიოზული უცხოელი, მათ შორის ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი ამერიკელი პარტნიორი ფაქტობრივად არ დარჩა კონსორციუმში და როცა ამის შემდეგ კიდევ ვიღაცას რაღაც ინტერესებს აბრალებენ, არასერიოზულია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა