,,ეკლესიაზე თავდასხმები, დეზინფორმაცია, ჩარევების მცდელობები საეკლესიო საქმეებში, წარმოადგენს უცხოური ძალის დღის წესრიგის ნომერ პირველ საკითხს"- გურამ მაჭარაშვილი
,,ეკლესიაზე თავდასხმები, დეზინფორმაცია, ჩარევების მცდელობები საეკლესიო საქმეებში, წარმოადგენს უცხოური ძალის დღის წესრიგის ნომერ პირველ საკითხს”,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უცხოურმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ ქართული საზოგადოება ოჯახური ღირებულებების მხარეს იქნება.
„უცხოურმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ ქართულმა საზოგადოებამ გამოხატა თავისი მტკიცე პოზიცია, რომ ის არ დადგება ლგბტ მხარეს და იქნება ოჯახური ღირებულებების მხარეს. ის არ დადგება ომის მხარეს და იქნება მშვიდობის მხარეს. მართალია არ გამოუვათ, მაგრამ სამწუხაროდ გვექნება ასეთი ტიპის მცდელობები ეკლესიის წინააღმდეგ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
სიახლეები
- იმერეთსა და სხვა რეგიონებში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა
- ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- საქართველოს რკინიგზა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი