COVID-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა წლის ბოლოსთვის მზად იყოს, - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ განაცხადა.
ალექსეი ნავალნის ორგანიზმიდან აღებული სისხლის ნიმუშში ნერვული აგენტის, „ნოვიჩოკის„ კვალი აღმოჩნდა, - ამის შესახებ „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კომისიის წევრმა გულნარა ჯურაბაევამ განაცხადა.
იმედი მაქვს, თურქეთი თავის მნიშვნელოვან ზეგავლენას დაძაბული სიტუაციის დასაწყნარებლად გამოიყენებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10,499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1,215,001-მდე გაიზარდა.
აშშ-მ ბელარუსის ოფიციალურ პირებს, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრ იური ყარაევსა და ცესკოს მდივან ელენა დმუხაილოს სანქციები დაუწესა.